კოსმეტიკის კონსულტანტი

23 ივლისი - 23 აგვისტო

"პსპ ფარმა" აცხადებს კოსმეტიკის კონსულტანტის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კოსმეტიკური პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებელთა კონსულტირება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://vacancy.psp.ge/vacancy/0xa9aaac220b762f0411e62955937bd846 ან გამოგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@psp.ge 

გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ივლისი.