კორპორატიული დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

01 მარტი - 01 აპრილი

სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს კორპორატიული დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.


ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება; 
** სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლისათვის პრეზენტაცია;
** კომპანიის არსებული კორპორატიული კლიენტების მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ასერტიულობა და თავდაჯერებულობა
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** მოლაპარაკებისა და კონფლიქტების დარეგულირების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.