არასიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

16 თებერვალი - 16 მარტი

სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას არასიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
** პოტენიური კლიენტებისთვის შესაბამისი სადაზვევო პროდუქტის შეთავაზება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევა, პროდუქტის განვითარების მიზნით საჭირო რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი და დამაჯერებლობა საუბრისას
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, საგნის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 თებერვალი.