არასიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების ჯგუფის ლიდერი

16 თებერვალი - 16 მარტი

სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას არასიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გუნდის მუშაობის დაგეგმვა, მართვა, ორგანიზება და კოორდინირება;
** გუნდის მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
** გუნდის მუშაობის წესების შემუშავება და გუნდის მოტივაცია;
** გუნდის მუშაობის ზედამხედელობა და კონტროლი;
** ახალი პერსონალისთვის სამუშაოს გაცნობა, მათთვის ტრენინგის ჩატარება არსებულ პროდუქტთან დაკავშირებით;
** ბაზრის კვლევა, პროდუქტის განვითარების მიზნით საჭირო რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების კარგი უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი და დამაჯერებლობა საუბრისას;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, საგნის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 თებერვალი.