ოფის მენეჯერი

15 აპრილი - 15 მაისი

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "PMO" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ოფის მენეჯერის სამუშაო აღწერილობა:

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** სტანდარტიზებული დოკუმენტაციის და არქივის მართვა;
** ოფისის უზრუნველყოფა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო მასალებით;
** შეხვედრების ორგანიზება, საპრეზენტაციო მასალების ბეჭდვა, დახარისხება და კლიენტთან წარსადგენად მომზადება;
** სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია;
** სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; 
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სამუშაო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** ენერგიული, გამორჩეული კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს ეფექტური დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარი;
** თვითგანვითარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@pmo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

ვებ-გვერდი: https://www.pmo.ge/en