ტურ-ოპერატორი

12 დეკემბერი - 12 იანვარი

ტურისტული სააგენტო "Ok Travel" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ტურ-პაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** ტურის მიმდინარეობის კონტროლი;
** სამოგზაურო დოკუმენტაციის, ტურის პროგრამის მომზადება, მომსახურე გუნდისათვის
** სერვის მომწოდებლების შერჩევა, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება.
** ტურისტული პროდუქტის შექმნა მსოფლიოს ქვეყნების მიმართულებით და მათი რეალიზება
** Online დაჯავშნის სისტემებში მუშაობა
** ავიაბილეთების სისტემაში მუშაობა
** სასტუმროების დაჯავშნის სისტემაში მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება (სასურველია) ტურიზმის განხრით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

გამოსაცდელი ვადა 1 თვე
ანაზღაურება 500 ლარიდან 2000 ლარამდე

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: info@oktravel.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.