შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი

17 აპრილი - 17 მაისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.gewww.AVZI.ge www.SAXURAVI.ge) აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში. 

სამუშაოს აღწერა:

** მეთვალყურეობა გაუწიოს, გააკონტროლოს და დაიცვას შპს-ს ბალანსზე რიცხული როგორც უძრავი ქონება (ეზო, ღობე, შენობა, ნარგავები), ასევე მატერიალური ფასეულობები დაკარგვის, დაზიანებისა და უდიერად მოპყრობისგან; 
** აღრიცხოს და კონტროლი გაუწიოს ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობას;
** საეჭვო ვითარების, ან პიროვნების შემჩნევისას არ დაუშვას მათი ყოფნა შპს-ს ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ხელმძღვანელობას;
** დაიცვას გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები;

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);

სასურველი უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2019 წლის 10 მაისი.