ოპერატორი

04 ივნისი - 04 ივლისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.

მოვალეობები:

უზრუნველყოს:

** სასაწყობე და საწარმოო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა / კონტროლი;
** შეკვეთების მიღება და დასამუშავებლად საწყობისთვის / საწარმოსთვის გადაცემა და შესრულების კონტროლი;
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური);
** წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის);
** ზეგანაკვეთური ანაზღაურების აღრიცხვა-წარმოება (ინფორმაციის პროგრამაში ასახვა);
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით სასურველია;
** ქართული ენის სრულყოფილი და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) კარგად ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა.

ანაზღაურება - კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ოპერატორი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.