სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.NOVA.ge | http://www.AVZI.ge | http://www.SAXURAVI.ge), რომელიც 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და დღეს წარმოდგენილია ქალაქებში - თბილისსა და ბათუმში - საგამოფენო დარბაზებით, სასაწყობე მეურნეობებით და 100-დან 5000 ლიტრამდე პოლიეთილენის ავზების, ასევე სასახურავე მასალებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილებისა და სხვადასხვა აქსესუარების მწარმოებელი თანამედროვე საწარმოო ხაზებით, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების, გეგმის და ბიუჯეტის მომზადება-განხორციელებაში და მონიტორინგში მონაწილეობა;
** პრეს-რელიზების მომზადება, პროდუქციის ანოტაციების მოძიება და თარგმნა;
** სოციალურ ქსელებში აქტივობების განხორციელება, კომპანიის გვერდის პრომოუშენი, დატვირთვა უახლესი ინფორმაციით;
** ყველა სახის სარეკლამო (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა და ა.შ) აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კონტაქტების დამყარება სხვადასხვა სააგენტოებთან, ბრენდირებული პროდუქციის დაკვეთა და კონტროლი;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტების შესწავლა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით, სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Photoshop, Internet);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
გამოსაცდელი ვადა - 6 თვემდე
ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 მაისი . გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწე".
მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწე
27 აპრილი -
27 მაისი