იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერი

20 მარტი - 20 აპრილი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge | www.SAXURAVI.ge) აცხადებს ვაკანსიას იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება "ნოვას" პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით;
** მომხმარებლების მოთხოვნის შესწავლა პროდუქტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე;
** შეკვეთის მიღება და გაფორმება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და მის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
** მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

თანამდებობისთვის საჭირო და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად); 
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
** გამართული მეტყველება;
** რუსული ენის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 1 აპრილი.

დაინტერესების შემთხვევაში თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.