იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერი

15 თებერვალი - 15 მარტი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.nova.ge | www.avzi.ge | www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება "ნოვას" პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით;
** მომხმარებლების მოთხოვნის შესწავლა პროდუქტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე;
** შეკვეთის მიღება და გაფორმება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და მის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
** მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

თანამდებობისთვის საჭირო და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად);
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
** გამართული მეტყველება;
** რუსული ენის ცოდნა.
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** ​კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** ​პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ​დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** ​გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება - შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-შაბათი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მარტი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.