ფილიალის მენეჯერი

26 სექტემბერი - 15 ოქტომბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას შეთავაზებული მომსახურების მაღალი სტანდარტებით;
** უზრუნველყოფს გუნდის მოტივაციას და ასევე ეფექტურობას სწავლებების და ტრენინგების საშუალებით;
** სახავს სტრატეგიებს მომხმარებლის მოსაზიდად მომგებიანობის გაზრდის და საგამოფენო დარბაზში გამტარიანობის ამაღლების მიზნით;
** მონაწილეობს კადრების დაგეგმვაში, ახალი თანამშრომლის აყვანა-განვითარებაში;
** მართავს დაქვემდებარებულ სტაფს და ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას;
** უზრუნველყოფს პროდუქციის სწორად დალაგებას და წარმოჩენას საგამოფენო დარბაზში;
** უზრუნველყოფს საგამოფენო დარბაზის სისუფთავეს და მოწესრიგებულობას, ასევე თანამშრომელთა მხრიდან პირადი ჰიგიენის დაცვას და უნიფორმის ტარებას;
** კონტროლს უწევს საგამოფენო დარბაზში ფასმაჩვენებლების სისწორეს და საფასო პოლიტიკის სწორად გატარებას;
** მართავს საოპერაციო საკითხებს (გაყიდვის დოკუმენტაციის მოწესრიგებულობა, პროდუქციის დაბრუნება და შესაბამისი პროცედურების მართვა, საგამოფენო დარბაზში წუნდებული პროდუქციის მართვა და ა.შ.);
** პასუხისმგებელია საგამოფენო დარბაზის დროულად გახსნა-დაკეტვაზე, სალაროს გამართულად მუშაობაზე და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებზე;
** განიხილავს რეკლამაციებს, მომხმარებელთა საჩივრებს და მყისიერად ახდენს შესაბამის რეაგირებას;
** მართავს კონფლიქტურ სიტუაციებს;
** უზრუნველყოფს თანამშრომელთა მხრიდან შინაგანაწესის, გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;
** მონაწილეობს ინვენტარიზაციაში;
** ამზადებს რაპორტს გაყიდვების ტენდენციებზე, მომხმარებელთა მოთხოვნებზე, გაყიდვებიდან მიღებულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე;
** ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მენეჯმენტში ან ეკონომიკაში;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება რითეილის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე;
** მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესის მართვის ძირითადი საკითხების ცოდნა;
** ლოჯისტიკის საფუძვლების, ტვირთების მოძრაობის და დასაწყობების პროცესების ცოდნა;
** გაყიდვის პრინციპების ცოდნა და კარგად გაყიდვის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) მაღალ დონეზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ლიდერული თვისებები;
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** ინფორმაციის ფორმირების და ასევე ათვისების უნარი;
** ადამიანების მოტივირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - სრული

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე Vacancy@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფილიალის მენეჯერი" და მიუთითეთ ლოკაცია (თბილისი, ან ბათუმი).

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.