ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

10 ივლისი - 10 აგვისტო

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.

თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი 
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

სამუშაოს დაწყების პერიოდი: 2019 წლის 2 სექტემბერი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.