მათემატიკის მასწავლებელი

03 დეკემბერი - 03 იანვარი

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე. 

თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს,ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს მათემატიკის მასწავლებელს. 

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება 
** მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.