დისციპლინის ოფიცერი

03 დეკემბერი - 03 იანვარი

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ეძებს მდედრობითი სქესის დისციპლინის ოფიცერს

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. 

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.