ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი

02 ივლისი - 02 აგვისტო

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე. 

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი განათლება 
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაოს აღწერა:

** წიგნების კატალოგირება
** წიგნების მარაგის განახლება და მოწესრიგება
** ელექტრონული ბიბლიოთეკის მართვა
** წიგნების გაციფრულება
** ბიბლიოთეკის წესებისა და ქცევის სტანდარტების შემუშავება
** მოსწავლეების დახმარება სწავლისა და კვლევისთვის საჭირო რესურსების მოძიებასა და გამოყენებაში
** მოსწავლეების კონსულტირება ლიტერატურის სწორად გამოყენების წესების შესახებ.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 13 ივლისი.