სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

14 ნოემბერი - 01 დეკემბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" -ი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სამედიცინო მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სატელეფონო კომუნიკაციის დონეზე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** ჰოსპიტალსის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი, სტანდარტების მიხედვით;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** გამავალი ზარების განხორცილება;
** პაციენტების ჩაწერა ექიმებთან.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 01.12.2019-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.