სამედიცინო ტურიზმის კოორდინატორი

24 ოქტომბერი - 24 ნოემბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ტურიზმის კოორდინატორის თანამდებობაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** რუსული ენის ცოდნის მაღალი დონე (მშობლიურთან მიახლოვებული)
** ინგლისური ენის ცოდნა (სატელეფონო კომუნიკაციის დონეზე);
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

** უცხოელ პაციენტებთან კომუნიკაცია, მათი უზრუნველყოფა კლინიკის სერვისებით;
** უცხოელ პაციენტების ვიზიტის ორგანიზება, ლოჯისტიკა;
** კლინიკის სერვისების პრომოცია სამედიცინო ტურიზმის მიმართლებით;
** პაციენტების მოძიება;
** სხვადასხვა საერთშორისო სამედიცინო ტურიზმის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 07.11.2019-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge; გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.