მითერი

12 ნოემბერი - 25 ნოემბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" -ი აცხადებს ვაკანსიას მითერის თანამდებობაზე.

დაქვემდებარება: სამსახურის ხელმძღვანელს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: მითერი - 9:00 დან 15:00 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** გამართული ვერბალური უნარები;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საბაზისო ცოდნა (სასურველია).

ძირითადი ფუნქციები:

პაციენტების გადამისამართება კლინიკის სხვადასხვა განყოფილებაში;
პაციენტთა რიგის მართვა.

პიროვნული თვისებები:

** გულისხმიერება
** თავაზიანობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აკურატულობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირება
** კონფლიქტურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე 25.11.2019-მდე (СV) ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.