ექთანი

12 ნოემბერი - 25 ნოემბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" -ი აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე ქიმიოთერაპიისა და ენდოსკოპიის კაბინეტებში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. #12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/ მედდა;
** პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, შესაბამისი განყოფილებების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
** შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა;
** პოსტოპერაციული პაციენტის მოვლა;
** ექიმის დანიშნულებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** გულისხმიერება
** ორგანიზებულობა
** აკურატულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 25.11.2019-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.