კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის თანამდებობაზე, სამშენებლო ჰიპერმარკეტ "დომინოს" განათების სექციაში.
ანაზღაურება: მიზნობრივი ხელფასი 500-600 ლარი.
სამუშაო საათები: 14:00-22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი".
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** სექციაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მყიდველებს უნდა გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
** იზრუნოს განათების სექციაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სქესი: მამრობითი.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge არაუგვიანეს 2018 წლის 10 ივნისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "promoter". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
პრომოუტერი
04 ივნისი -
04 ივლისი