ტექნიკური-სამეურვეო სამსახურის თანამშრომელი

29 მარტი - 29 აპრილი

კომპანია "ნეოფარმი+" დაარსდა 2007 წელს, რათა მოეხდინა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ეს არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. "ნეოფარმი+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთიაქო ქსელის განვითარებას, რაც აისახება უცხოური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაში, იმპორტის განხორციელების კუთხით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური-სამეურვეო სამსახურის თანამშრომელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00.
ანაზღაურება: 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში 500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** აფთიაქების ვიტრინებისა და ბანერების სისუფთავის უზრუნველყოფა.
** აფთიაქების ინტერიერზე და ექსტერიერზე ზრუნვა.
** ტექნიკური სამსახურის უფროსის ასისტირება.
** კომპანიაში შექმნილ ტექნიკურ ხარვეზებზე დროული რეაგირება/აღმოფხვრა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-35 წელი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი ყოლა (კომპანია უზრუნველყოფს საწვავს და ცვეთას)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** სანდოობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება -"ტექნიკური-სამეურვეო სამსახურის თანამშრომელი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!