სითხოვანი წამალთფორმების ფარმაცევტი

31 მაისი - 30 ივნისი

"ნეოფარმი" თავისი ისტორიის ათვლას იწყებს 1997 წლის 13 მაისიდან. 18 წელია რაც იგი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია. საწარმოს პორტფელი ძირითადად წარმოდგენილია სამამულო, ინოვაციური, ორიგინალური, პროპრიეტარული, მაღალ ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო სამკუნალ-წამლო საშუალებებით, რომელთა ავტორები საქართველოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევარები, ფარმაცევტები და ექიმები არიან.

შპს "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას სითხოვანი წამალთფორმების ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00; შაბათი 09:00-15:00

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა განყოფილებაში.
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** საწყობიდან გამოწერილი სუბსტანციების მიღება წონების კონტროლით;
** სითხოვანი, რბილი წამლის ფორმების (ნაყენი, სიროფი, მალამო, კრემი, პასტა, გელების, ხსნარი, წვენი) პასტილების, ექსტრაქტების წარმოება ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ რეგლამენტის დაცვით.
** განყოფილებაში არსებული აპარატურის მონიტორინგი/კონტროლი.
** ბუნკერის დაცლა-ჰერმეტიზაცია.
** მცენარეული ნედლეულის მომზადება გალენური პრეპარატების წარმოებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპეციალობა ფარმაცევტ-ტექნოლოგი;
** უმაღლესი ფარმაცევტული;
** კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთოთოთ პოზიციის დასახელება - "სითხოვანი წამალთფორმების ფარმაცევტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.