მაღაზიის მენეჯერი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის  მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს! 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; 
** ინფორმაციის მიწოდება  დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დანერგილი სიახლეების შესახებ;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთის გაკეთება;
** დარბაზში პროდუქციის და მასზე ფასმაჩვენებლების არსებობის კონტროლი;
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 25 წლიდან
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** აუცილებელია მუშაობის გამოცდილება ტანსაცმლის ან პარფიუმერიის მაღაზიაში.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@navne.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მაღაზიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.