გაყიდვების კონსულტანტი

29 მარტი - 29 აპრილი

"ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ნახევარგანაკვეთიანი გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ასაკი: 21 წლიდან

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის გამოცდილება აქვთ პარფიუმერიის ან ტანსაცმლის მაღაზიაში)

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr@navne.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.