ზედამხედველობის სპეციალისტი

14 ნოემბერი - 14 დეკემბერი

"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს ვაკანსიას არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის სპეციალისტისთანამდებობაზე.

არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანაა: მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობა. 

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით. 

მოვალეობები:

** საზედამხედველო სუბიექტების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა;
** ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საქმიანობაზე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელება;
** შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ღონისძიებების შესრულების კონტროლი;
** საზედამხედველო სუბიექტების მიმართ დაწესებული მოთხოვნების შესრულების შემდგომი მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკის დარგში;
** სასურველია კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდები - ACCA; CFA;
** საფინანსო სექტორში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** საზედამხედველო სუბიექტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა; 
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

კომპეტენციები:

** იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
** პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება;
** ცვლილებების ინიცირება და მართვა;
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადება;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
** ცოდნა ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკის და საზოგადოებრივი სარგებელის შესახებ.

თანამდებობრივი სარგო: 1000-1500 ლარი (დარიცხული) 

კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მუთითეთ ვაკანსიის დასახელება: არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის სპეციალისტი