საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის მონეტარული ოპერაციების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებით.
სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ფარგლებში კომერციულ ბანკებზე სესხების გაცემის პროცედურების წარმოება და ამ სესხის გირაოში მისაღები აქტივების, მათ შორის სასესხო აქტივების საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება და პერიოდული მონიტორინგი;
** ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ფარგლებში გირაოში მისაღებ და მიღებულ აქტივებზე ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კრიტერიუმების, პირობებისა და სტანდარტების შესწავლა და ანალიზი;
** ცენტრალურ ბანკებში გირაოს მართვის საკითხების საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
** ეროვნული ბანკის გირაოს მართვის სისტემის განვითარებისა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის საკითხებზე მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
** საფინანსო სექტორში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკრედიტო რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე;
** კორპორატიული ფინანსების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
კომპეტენციები:
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ საკრედიტო რისკების მართვის კუთხით საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
შერჩევა განხორციელდება გასაუბრების გზით (გასაუბრებაზე ასევე შეფასდება ინგლისური ენის ცოდნის დონე).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 12 აპრილამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საკრედიტო რისკების მართვის სპეციალისტი".
საკრედიტო რისკების მართვის სპეციალისტი
29 მარტი -
12 აპრილი