რეპორტინგის სპეციალისტი

17 ივლისი - 17 აგვისტო

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის, რისკების მართვისა და კონტროლის განყოფილების რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის, რისკების მართვისა და კონტროლის განყოფილების ფუნქციებში შედის საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესთან და ფულად-საკრედიტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მართვა, საერთაშორისო რეზერვების აქტივების სტრატეგიული განაწილების პროცესის მხარდაჭერა და საინვესტიციო სტრატეგიის მიერ განსაზღვრული ლიმიტების მონიტორინგი და კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მათემატიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ინვესტიციების სფეროში
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე: Excel, Word, PowerPoint 
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** სამაგალითო სამუშაო ეთიკა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;

მოვალეობები:

** არსებული პორტფელის მართვის სისტემიდან მონაცემების ექსპორტი ექსელში და შესაბამისი გრაფიკული და ანალიტიკური ანგარიშგებების შემუშავება/ავტომატიზაცია.
** საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საკრედიტო რეიტინგების მონიტორინგი
** პორტფელის მართვის არსებული სისტემის მომსახურება
** ახალი სისტემებისა და პროცესების შექმნისა და დანერგვის პროექტებში აქტიური მონაწილეობა

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი.