კონტროლის განყოფილების რისკების სპეციალისტი

17 ივლისი - 17 აგვისტო

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის, რისკების მართვისა და კონტროლის განყოფილების რისკების სპეციალისტის პოზიციაზე.

ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის, რისკების მართვისა და კონტროლის განყოფილების ფუნქციებში შედის საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესთან და ფულად-საკრედიტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მართვა, საერთაშორისო რეზერვების აქტივების სტრატეგიული განაწილების პროცესის მხარდაჭერა და საინვესტიციო სტრატეგიის მიერ განსაზღვრული ლიმიტების მონიტორინგი და კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ინვესტიციების სფეროში (სასურველია ბაკალავრის ხარისხი ფინანსური მათემატიკის (Quantitative Finance) ან ფინანსური რისკების კითხით);
** ფულადი და კაპიტალის ბაზრების, ასევე წარმოებული (Derivatives) ფინანსური ინსტრუმენტების თეორიის სიღრმისეული ცოდნა;
** სტატისტიკური მეთოდებისა და ფინანსური მოდელირების ცოდნა;
** მონტე კარლოს სიმულაციების გამოყენების ცოდნა;
** რისკების მართვის გავრცელებული მიდგომების ცოდნა (Value at Risk ჩათვლით);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel (ძალიან კარგი), Word, PowerPoint (კარგი) MATLAB, Visual Basic, SQL (საშუალო)

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** სამაგალითო სამუშაო ეთიკა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
** მენეჯმენტის წინაშე პრეზენტაციის უნარი;

მოვალეობები:

** რისკების მათემატიკური მოდელირება, კერძოდ კი VаR, Credit VаR, Ex-Ante Tracking Error-ს გამოთვლა;
** პორტფელის ოპტიმიზაციისა და შემოსავლიანობის განაკვეთების პროგნოზირების სიტემების შემუშავება და დანერგვა;
** შემოსავლიანობის ატრიბუციის ფინანსური მოდელების დანერგვა, ტესტირება და რეპორტების დამზადება
** ანგარიშგებების მომზადების და მონაცემთა ბაზიდან მონაცემების წამოღების ავტომატიზაცია
** უკვე არსებული ფინანსური რისკების შეფასების მოდელების MatLab-ში გადატანა
** აქტივების სტრატეგიული განაწილების პროცესის რაოდენობრივი ნაწილის მხარდაჭერა, კერძოდ კი, რისკიანობის და შემოსავლიანობის რაოდენობრივი
** რეზერვების მართვასთან დაკავშირებული აქტიური რისკების ანალიზისათვის საანგარიშგებო ფაილების შექმნა და განახლება
** საბაზრო, საკრედიტო და საოპერაციო რისკების ანალიზი
** საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საკრედიტო რეიტინგების მონიტორინგი
** ახალი სისტემებისა და პროცესების შექმნისა და დანერგვის პროექტებში აქტიური მონაწილეობა

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რისკების სპეციალისტი.