სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას თაროების შემვსების (Stocker) პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სექციის შესაბამისად პროდუქციის საწყობიდან გამოტანა;
** პროდუქციის დახლზე განთავსება/განახლება;
** ჩაბარებული სექციის მიხედვით პროდუქციის ვადების და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე
** მოწესრიგებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
თუ გსურს გახდე ჩვენი დიდი გუნდის წევრი, აირჩიე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
1. მოდი პირდაპირ გასაუბრებაზე, "ნიკორა ტრეიდის" სათაო ოფისში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11:00-ზე ან 15:00-ზე (მისამართი: ც. დადიანის #7, ს/ც ქარვასლა, მე-4 სართული).
2. გამოაგზავნე შენი მონაცემები ელ. ფოსტის მისამართზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "Stocker".
3. დაგვირეკე ნომერზე 591 04 08 40 / 0322 500 406 და გაიარე სატელეფონო კონსულტანცია.
4. შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.
"ნიკორას" HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!
თაროების შემვსები/Stocker
14 ოქტომბერი -
27 ოქტომბერი