თაროების შემვსები

30 ივლისი - 15 აგვისტო

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას Stocker/თაროების შემვსების პოზიციაზე თბილისში.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი:

** 09:00 - 18:00 საათამდე.
** 15:00 - 22:00 საათამდე.
** 17:00 - 10:00 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სექციის შესაბამისად პროდუქციის საწყობიდან გამოტანა;
** პროდუქციის დახლზე განთავსება/განახლება;
** ჩაბარებული სექციის მიხედვით პროდუქციის ვადების და ფასმაჩვენებლების კონტროლი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე
** მოწესრიგებული

ჩვენ გთავაზობთ

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "stocker/თაროების შემვსები".

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში. 

გისურვებთ წარმატებას!