შიდა კომუნიკაციის და HR ბრენდინგის მენეჯერი

13 აპრილი - 13 მაისი

- თუ თვლი, რომ ხარ კრეატიული, ინოვაციური და სიახლეების მოყვარული
- თუ არ გასვენებს არაორდინარული იდეები და მათი განხორციელება გინდა
- თუ ფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია
- თუ ხარ მარკეტერი და მინიმუმ 1 საინტერესო პროექტი მაინც განგიხორციელებია
- თუ ერთხელ მაინც გიფიქრია დამსაქმებლის ბრენდინგზე
- თუ შენს წარმოდგენაში HR ბევრად მეტია, ვიდრე კადრები
- თუ გინდა, რომ შენს ექსტრაორდინალურობას ბევრი ექსტრა შესაძლებლობა მიეცეს

მოდი იქ, სადაც:

** უკეთესია
** არ არსებობს ჩარჩოები
** გისმენენ ყოველთვის
** იზიარებენ შენს ყველაზე #შერეკილ იდეებსაც კი
** არიან მეგობრულები და გულწრფელები
** ფიქრობენ, რომ განვითარება ცვლილებებს მოაქვს
** უხარიათ სიახლე და განსხვავებული აზრი.

"ნიკორა ტრეიდი" - "ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელი, გაძლევს შესაძლებლობას ჩვენი 250 მაღაზიის განვითარებაში და კიდევ ერთი ამდენის გახსნაში შენი წვლილი შეიტანო.  

ჩვენ გვინდა შენი მარკეტინგული გამოცდილების გაზიარება.

გამოაგზავნე შენი CV, რა ენაზეც გინდა, ელფოსტაზე: lnozadze@nikoratrade.ge და გახდი "ნიკორა სუპერმარკეტის" შიდა კომუნიკაციის და HR ბრენდინგის მენეჯერი.

#ჩვენთანუკეთესია