საწყობის მიმღები

14 ოქტომბერი - 27 ოქტომბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება
** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი
** სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
** მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციით მაღაზიის დარბაზის მომარაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** არითმეტიკული ოპერირების უნარი.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

თუ გსურს გახდე ჩვენი დიდი გუნდის წევრი, აირჩიე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

1. მოდი პირდაპირ გასაუბრებაზე, "ნიკორა ტრეიდის" სათაო ოფისში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11:00-ზე ან 15:00-ზე (მისამართი: ც. დადიანის #7, ს/ც ქარვასლა, მე-4 სართული).
2. გამოაგზავნე შენი მონაცემები ელ. ფოსტის მისამართზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ცენტრალური საწყობის თანამშრომელი".
3. დაგვირეკე ნომერზე 591 04 08 40 / 0322 500 406 და გაიარე სატელეფონო კონსულტანცია.
4. შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

"ნიკორას" HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!