საწყობის მიმღები

30 ივლისი - 15 აგვისტო

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება
** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი
** სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
** მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციით მაღაზიის დარბაზის მომარაგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** არითმეტიკული ოპერირების უნარი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მიმღები".

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში. 

გისურვებთ წარმატებას!