სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტსავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. "ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://nikora.ge/ სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში. ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლის მომსახურება, პროდუქციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების და ფასმაჩვენებლების კონტროლი; ** სალარო ოპერაციების წარმოება, პროცედურების სრული დაცვით. ჩვენ გთავაზობთ: ** დასაქმების შესაძლებლობას სახლთან ახლოს; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი". გისურვებთ წარმატებას! |
მოლარე-კონსულტანტი
08 იანვარი -
08 თებერვალი