მძღოლი-ექსპედიტორი

06 ივნისი - 06 ივლისი

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 3000-ს გადააჭარბა. 

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო საათები: მცოცავი 8 საათიანი გრაფიკი, კვირაში 1 დღე დასვენება.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქტით მომარაგება
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა.
** სატვირთო ავტომობილის მართვა 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B-კატეგორიის მართვის მოწმობა
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: anketa@nikoratrade.ge არაუგვიანეს 2019 წლის 6 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მძღოლი ექსპედიტორი.

ნიკორას გუნდი გისურვებთ წარმატებას!