მარკეტინგის მენეჯერი

20 მარტი - 20 აპრილი

კომპანია "ნიკორა", 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge 

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება;
** ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, ახალი ტენდენციების განსაზღვრა და სხვა მარკეტინგული კვლევების წარმოება საჭიროების შესაბამისად;
** ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით იდეების შემუშავება, მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმის გაწერა მენეჯმენტთან შეთანხმებით და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** ახალი პროდუქტების შექმნა/განვითარებაზე მუშაობა;
** ასორტიმენტში არსებული პროდუქტების ბრენდირება/რებრედინგზე მუშაობა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის გაწერა და მართვა;
** პროდუქციის შეფუთვის კონცეფციის შემუშავება;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** განხორციელებული მარკეტინგული კამპანიის ანალიტიკა, ეფექტიანობის შეფასება და რეპორტინგი; 

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული კვლევების წარმოების გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კრეატიული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აპრილამდე.