კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

03 ოქტომბერი - 17 ოქტომბერი

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** არსებული ბაზრის შესწავლა, მოძიებული ინფორმაციის ანალიზი;
** სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა
** კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი
** პოტენციური კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა
** კლიენტების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება
** კორპორატიული გაყიდვების მართვა
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვების ზრდა
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კორპორატიული გაყიდვების კუთხით მუშაობის გამოცდილება
** ქსელური გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი ემოციური ინტელექტი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@nikoratrade.ge არაუგვიანეს 2019 წლის 17 ოქტომბრისა და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!