კონსულტანტ-მერჩენდაიზერი

19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს-დღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია - შპს "ნიკორა 7" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-მერჩენდაიზერის (პრომო) პოზიციაზე ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა, პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა და სიახლეების/აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროებისამებრ, კონკრეტული პროდუქტის დეგუსტაციის პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობა და განხორციელება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სწრაფი რეაგირება;
** პროდუქციასთან შესაბამისი ფასმაჩვენებლის სწორად განთავსება და მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის თაროებსა დამაცივრებში განაწილება FIFO-ს წესებისა და პლანოგრამის დაცვით;
** სავაჭრო ობიექტზე არსებული პროდუქციის სასაქონლო სახის, ვადების, ასევე შენახვის აუცილებელი წესების დაცვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური და პრეზენტაბელური;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. მიუთითეთ თქვენი დასაქმებისათვის სასურველი ქალაქი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე ვერ განიხილება.

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595 381218. 

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

I - რეზიუმეების გადარჩევა;
II - ტესტირება;
III - გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.