ელექტრიკოსი

27 სექტემბერი - 13 ოქტომბერი

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე და მთავარ ოფისში არსებული ელექტრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული ნათურების, ავტომატების და სხვ ელ. სისტემების შეცვლა-შეკეთება.
** შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 3 ფაზა სისტემებთან;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 13 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ელექტრიკოსი".

ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!