დისტრიბუტორი - ბათუმი

22 მარტი - 22 აპრილი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 19 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

კომპანია "ნიკორა 7" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში, დისტრიბუტორის თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა (B და C კატეგორია)
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
** აუცილებელია იყოს ბათუმის მაცხოვრებელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge 2018 წლის 15 აპრილამდე

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595 381218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

I - რეზიუმეების გადარჩევა;
II - ტესტირება;
III - გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.