დიასახლისი

30 ივლისი - 15 აგვისტო

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

"ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 ორშაბათი-შაბათი, კვირა -დასვენება

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სველი წერტილების მოწესრიგება;
** მენეჯერის ოთახის მოწესრიგება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;
** ენერგიული;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 15 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: staff@nikoratrade.ge. და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: " დიასახლისი".

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში. 

"ნიკორას" გუნდი გისურვებთ წარმატებას!