ცვლის მენეჯერი

13 ნოემბერი - 25 ნოემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო საათები: 08:30-16:30 ან 14:30-22:30 (1 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 550-850 ლარი (ფილიალის ფორმატიდან გამომდინარე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** დარბაზში პროდუქციის განლაგების, ვადების კონტროლი და ჩამოწერის წარმოება
** პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფასმაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება
** სავაჭრო დარბაზში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა
** სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართზე nadamashvili@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ცვლის მენეჯერი".

"ნიკორას" HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!