სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორი, გ. ნადარეიშვილის ქუჩა #4
სამუშაო საათები : 09:00-18:00
სამუშაო ფრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 450-650 ლარი (ხელზე ასაღები) სტაჟის მიხედვით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
** დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ტვირთვის გადაცემა;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილების მიღება;
** საწყობის დალაგება, დასუფთავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** საწყობში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ცენტრალური საწყობის თანამშრომელი".
გისურვებთ წარმატებას!
ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
26 ივლისი -
26 აგვისტო