სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** დარბაზში პროდუქციის განლაგების, ვადების კონტროლი და ჩამოწერის წარმოება
** პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფასმაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება
** სავაჭრო დარბაზში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა
** სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სავაჭრო ობიექტში აღნიშნულ ვაკანსიაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 27 ოქტომბრამდე, შემდეგ მისამართზე: nadamashvili@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".
"ნიკორას" HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრატორი
14 ოქტომბერი -
27 ოქტომბერი