მძღოლი

06 აპრილი - 06 მაისი

კომპანია "მოგო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. 

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, ალბანეთში, უკრაინაში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები: საქართველოს მასშტაბით მანქანების გადაზიდვა 8 ადგილიანი, მისაბმელიანი, ორდონიანი ავტომზიდით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 8 ადგილიანი, მისაბმელიანი, ორდონიანი ავტომზიდის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა: CE, C1E კატეგორია (აუცილებელია რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ მართვის მოწმობის ასლი).

დამატებითი მოთხოვნები:

** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გისურვებთ წარმატებებს!