მტვირთავი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "METROMART"-ი აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე თბილისის ფილიალისთვის.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება / საწყობში განთავსება; 
** პროდუქციის გადაადგილების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება; 
** საწყობში არსებული პროდუქციის პერიოდულად აღწერა;
** გაყიდული ნივთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე. 

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** პასუხიმგებლობის გრძობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@metromart.ge 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!