მარკეტინგის მენეჯერი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "MetroMart"-ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის ორ წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა; 
** MS Office ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული ბიუჯეტის და სტრატეგიის შემუშავება; 
** კომპანიის წლიური მარკეტინგული გეგმის შედგენა და განხორციელება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** კომპანიის პარტნიორ საერთაშორისო ბრენდებთან ერთად აქტივობების დაგეგმვა; 
** რეპორტინგი;

პიროვნული თვისებები :

** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@metromart.ge 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!