ომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.
თუ ეძებ სამსახურს, კარგად იცნობ თბილისის ქუჩებს და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე სკუტერის მძღოლის პოზიციაზე!
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 600 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირებაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სკუტერის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
** სკუტერის მართვის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** თბილისის ქუჩების კარგად ცნობა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@madart.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!
სკუტერის მძღოლი
21 აგვისტო -
21 სექტემბერი