მარკეტინგის მენეჯერი

22 აპრილი - 22 მაისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

ხარ მოტივირებული, კრეატიული, გიზიდავს სიახლეები შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხოციელებაში ჩართულობა; 
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია; 
** საჭირო ინვენტარის დაბრენდვა;
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება. 
** მიმდინარე მარკეტინგული ტრენდებისა მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დანერგვა; განხორცილების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის პროდუქციის ცოდნა;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
** სოც. მედიის მონიტორინგი

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების MS Office, Adobe Photoshop (სასურველია) ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 აპრილამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე. 

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!